თიანეთის მუნიციპალიტეტის, სიმონიანთხევის საჯარო სკოლასთან ადმინისტრაციულად მიერთებული სოფელ გორანის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა პოეტ ტარიელ ხარხელაურს უმასპინძლეს.
სკოლის აღსაზრდელებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს და ავტორს კითხვები დაუსვეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ტარიელ ხარხელაურმა თავისი ბავშვობა და პირველი მასწავლებელი სიამოვნებით გაიხსენა, მოსწავლეებს სასარგებლო რჩევები მისცა და სამახსოვრო ავტოგრაფიც დაუტოვა.
იხილეთ ფოტოები