თბილისის N106 საჯარო სკოლა Izrune.ge-ს საყვარელი მეგობარი და გამორჩეულად აქტიური, წარმატებული და ქვეყნის ბედნიერ მომავალზე მზრუნველი წევრია.
ამჯერად, წარმატებულ გამოცდილებას III კლასის ხელმძღვანელი ინა მეცხვარიშვილი და მისი სუპერ მოსწავლეები გვიზიარებენ:
„Izrune.ge-ს პორტალში ჩართვამ სასკოლო ცხოვრებაში სიახლე, აქტიურობა, აზარტი და სასიამოვნო მოლოდინის განცდა შემოიტანა. გახშირდა მსჯელობები, დისკუსიები და განხილვები მოსწავლეთა შორის მზრუნველი ტესტების შესახებ. შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი კითხვები და ზოგიერთი დავალება არამარტო ბავშვებს, არამედ მშობლებსაც ჩააფიქრებს და უბიძგებს, პასუხი წიგნში, google-ში ან სამეგობროში მოიძიონ. ოჯახი, ბავშვი, სკოლა- ამ შესანიშნავმა წამოწყებამ ნამდვილად მიაღწია მთავარ მიზანს, გააერთიანა ეს 3 რგოლი!..“
III „სუპერ კლასის“ მოსწავლეები Izrune.ge-ზე საკუთარ სუპერ შეხედულებებს გვიზიარებენ:
„მშობლები იგებენ როგორ ვაზროვნებ მე და მიხარია!...
„მშობლიური მზრუნველობა ახლა უფრო ტკბილია...“
„მშობლებთან მეტი ურთიერთობა მაქვს...“
„ტვინს ვავარჯიშებთ“ „საკუთარი თავით ვამაყობთ...“
„საკუთარი შედეგების დაუყოვნებლივ ნახვა შეგვიძლია...“
„გვეხმარება განვითარებში!“
„შექებით მიღებული სიხარული სასიამოვნოა!“
„კომპიუტერში მუშაობა სახალისოა“
„წინ მივიწევთ წარმატებისკენ!“
„ბევრ რამეს ვსწავლობთ!“
„ვიღებთ გამოცდილებას!“
,,მეგობრული კლასი" უფრო მეტად დაგვამეგობრა!“
„სუპერ კლასი ვართ!“