დაბა სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის გოგონათა გუნდმა ფრენბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მცხეთა - მთიანეთის რეგიონალურ ეტაპში გაიმარჯვა.
პირველი სეტის წაგების მიუხედავად გუნდმა მობილიზება შეძლო, თამაში გამოასწორა და 2-1 დაამარცხა მოწინააღმდეგე ანგარიშით 2-1 დაამარცხა. ყაზბეგი - თიანეთი 2-1 (10-15, 15-13, 15-9).
„ვულოცავთ ჩვენ საამაყო გოგონებს და მწვრთნელ ოთო თურქიაშვილს ამ გამარჯვებას და მომავალში დიდ წარმატებებს ვუსურვებთ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები