წალკის მუნიციპალიტეტის სამების საჯარო სკოლაში ჰემოფილიის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.
ღონისძიებაში მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ კედლის გაზეთი დაამზადეს და ჰემოფილიის შესახებ ისაუბრეს.
17 აპრილს ჰემოფილიის საერთაშორისო დღეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით ეს დღე 1989 წლიდან, ყოველწლიურად აღინიშნება.
ამ დღის მიზანია საზოგადოებრივი დაინტერესება და ინფორმაციულობის დონე გაზარდოს ამ დაავადებასთან მიმართებაში. ჰემოფილია სისხლის შედედების პრობლემაა, რომელიც გენეტიკურ დაავადებების ჯგუფს განეკუთვნება. ის ძირითადად მამაკაცებში ვლინდება. ქალი დაავადების მხოლოდ მატარებელია. დაავადების მქონე პირებს სისხლის შედედების პრობლემები აქვთ და სისხლდენებისკენ არიან მიდრეკილნი.
იხილეთ ფოტოები