ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ზეიმი მოაწყეს მწვანე ბაღში, სადაც აღმართულია 9-აპრილს დაღუპულთა სახელობის „ქვის სვეტი“.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ის ტრაგიკული და უსასტიკესი ღამე გაიხსენეს, რომელიც მოუშუშებელი ტკივილია ჩვენი სამშობლოსათვის...
ბავშვებმა გაიხსენეს და ყვავილებით შეამკეს 21 დაღუპული გმირის სურათი. მათ უმღერეს, ადიდეს და ღვთის საუფეველი უბოძეს მათ უმანკო სულებს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (ზ.ქურასბედიანი) და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი (ი.ონიანი). მათ მადლობა გადაუხადეს ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორს ციცინო მუსელიანს და მის აღსაზრდელებს ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის.
იხილეთ ფოტოები