ქედის მუნიციპალიტეტს, ძენწმანის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,ჩვენ გვტკივა 9 აპრილი“ გაიმართა.
ღონისძიებას ისტორიის მასწავლებელი ნარგულ ბარამიძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა მოსწავლეებს მინი-ლექციითა და ვიდეო რესურსის გამოყენებით ტკივილითა და სევდით სავსე დღე გაახსენა, დღე რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები