შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაბა შუახევის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მუნიციპალური საგნობრივი კონკურსის მეორე ტური გაიმართა.
კონკურსი ჩატარდა 4 ასაკობრივ კატეგორიაში V-VI, VII-VIII, IX-X და XI-XII კლასის მოსწავლეებისათვის.
კონკურსის პირველი ტური ჩატარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც შეირჩა ყველაზე მაღალი ქულის მქონე თითო მოსწავლე ოთხივე კატეგორიაში;
V-VI კლასების კატეგორიაში კონკურსში მონაწილეობდა 16 მოსწავლე, VII-VIII კლასში - 26 მოსწავლე, IX-X კლასში - 27 მოსწავლე, ხოლო XI-XII კლასში - 17 მოსწავლე;
მესამე დასკვნითი ტური გაიმართება 4 მაისს დაბა შუახევის საჯარო სკოლაში.
კონკურსის მეორე ტურის შედეგები გამოქვეყნდება რამდენიმე დღეში.
იხილეთ ფოტოები