თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მირზა გელოვანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ჩაატარეს ღონისძიება „ცხოვრება და სიკვდილი მირზა გელოვანისა“.
ღონისძიებას სკოლის დირექტორი ნათელა კოჭლამაზაშვილი ხელმძღვანელობდა.
„მირზას მუზეუმში მართლაც გაცოცხლდა მისი სული. მირზა გელოვანის სახელობის თიანეთის N1 საჯარო სკოლის ბიჭებს ეს ნამდვილად კარგად გამოუვიდათ. სწორედ ისეთი ღონისძიება იყო, მირზას რომ ეკადრებოდა... ალბათ ამიტომაც ითქვა უამრავი თბილი სიტყვა მათ მიმართ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები