„ქართული ქართველთ რწმენაა“ - ველევის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს
22-04-2019

„ქართული ქართველთ რწმენაა“ - მუხრან მაჭავარიანის ეს სიტყვები გასდევდა მოტივად მბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

სკოლის პედაგოგის ეკატერინე ჭიჭინაძის ინფორმაციით ღონისძიება მოამზადა ქართული ენისა და ლიტერატურის სერთიფიცირებულმა მასწავლებელმა ირმა მაცაბერიძემ. მოსწავლეებმა გამომეტყველებით წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები; გაიხსენეს და გაგვახსენეს გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამები ქართული ენის შესახებ.

მეშვიდე -მერვე კლასის მოსწავლეებმა ანი და ლუკა არდიებმა ამ დღისათვის ქართული ენის და ლიტერატურის სერთიფიცირებული მასწავლებელ ეკატერინე ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით მოიპოვეს ცნობები ქართული დამწერლობის დასაბამის შესახებ, მოამზადეს სლაიდშოუ და საინტერესო პრეზენნტაცია შესთავაზეს მეგობრებსა და დამსწრე საზოგადოებას.

 

პატარა მკვლევარები იმდენად დაინტერესდნენ, რომ აპირებებენ უფრო ღრმად შეისწავლონ  საკითხი, გაეცნენ ზურაბ ქაფიანიძის ნაშრომს შუმერების შესახებ და  გიორგი კვაშილავა  ინფორმაციას ფესტოსის დისკოს შესახებ.

იხილეთ ფოტოები: 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203