ვარხანის სკოლის ღვაწლმოსილ მასწავლებელს ვარსკვლავი გაუხსნეს
27-03-2017
ვარხანის სკოლა აქტიურად გამოეხმაურა ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივას - "გაუხსენი ვარსკვლავი ღვაწლმოსილ მასწავლებელს". 

სკოლამ პატივისცემის ნიშნად ვარსკვლავი გაუხსნა ღვაწლმოსილ პედაგოგ ლიანა მინაძეს. 

სცენაზე მონაცვლეობით გამოვიდნენ სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები. მათ მონდომებითა და მოწიწებით წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები. 

ღონისძიების ფინალურ ნაწილში მოკლე ვიდეოკოლაჟი აჩვენეს. როგორც დამსწრეებმა აღნიშნეს, ღონისძიებამ ტრიუმფალურად ჩაიარა. 

ვარხანის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ლიანა მასწავლებელს ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203