ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მოსწავლეები ეროვნული არქივის პროექტის ნახევარფინალურ ტურში მონაწილეობდნენ
22-04-2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ნახევარფინალურ ტურში მონაწილეობდნენ.

კერძოდ კი ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ ნახევარფინალურ ტურში, რომელიც ჩატარდა ქალაქ ქუთაისში, ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ქრისტინე ლომიაშვილმა, მარიამ ქავთარაძემ, ცისა ჭუმბურიძემ, მაია ნიკოლაძემ,თედო ხუსკივაძემ და  ნოდარ ხოხიაშვილმა ისტორიის მასწავლებლის დათუნა გოქაძის ხელმძღვანელობით მიიღეს მონაწილეობა.

საგანმანათლებლო პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა სერტიფიკატებით.

სკოლის ადმინისტრაცია უსურვებს შემდგომ წარმატებებს მოსწავლეებსა და მასწავლებელს.

იხილთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203