„ეტალონი ზრდის მოტივაციას, აყალიბებს ჯანსაღ კონკურენციას და ასწავლის ბავშვებს გუნდურობას“- ვაკე- საბურთალო ჩემპიონატის მეორე ტურისთვის ემზადება
22-04-2019

ვაკე-საბურთალოს სკოლებში 16 აპრილს საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 13 მაისს გაიმართება, რომლის მიხედვითაც ვაკესა და საბურთალოს „ეტალონი“ მოსწავლეები გამოვლინდებიან.

Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

თბილისის N165 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჯაბაური:

„კარგად ჩაიარა ყველაფერმა. აღნიშნული ჩემპიონატის მიმართ დაინტერესება წელსაც მაღალი იყო. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის კონკურსები ძალიან ზრდის მოტივაციას და დადებითად ისახება ჩვენი მოსწავლეების განვითარებაზე“.

თბილისის N165 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა იოსელიანი:

„გადასარევად ჩაიარა ყველაფერმა და ახლა უკვე ვემზადებით მეორე ტურისთვის. ძალიან ბევრი ბავშვი იყო დაინტერესებული ამ ჩემპიონატით, ძირითადად მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს მონაწილეობის სურვილი, არ ველოდი და ძალიან გამახარა ამ ფაქტმა“.

თბილისის N195 საჯარო სკოლის დირექტორი კობა წენგუაშვილი:

„ჩემპიონატის პირველმა ეტაპმა ძალიან მშვიდად ჩაიარა. ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო იყო მოცემული კითხვები. ვფიქრობ, ეს არის პროექტი, რომელიც აძლევს მოსწავლეებს მოტივაციას, ბავშვები მეტად მეცადინეობენ და აქვთ სტიმული იმის, რომ მიაღწიონ წარმატებას“.

თბილისის N195 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი აკაკი სიორიძე:

„ყველანაირი გართულებისა და ხარვეზების გარეშე ჩაიარა პირველმა ტურმა ჩვენს სკოლაში. ძალიან საინტერესო იყო ჩემპიონატზე მოცემული კითხვები. წელს პროექტის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი მეცხრე კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს“.

თბილისის N61 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ღუდუშაური:

„ჩართულობა მაღალი იყო. ჩვენ მხოლოდ დადებითი შეფასება შეგვიძლია გავაკეთოთ. ზოგადად, ეს პროექტი ნამდვილად ზრდის მოტივაციას, აყალიბებს ჯანსაღ კონკურენციას და ასწავლის ბავშვებს გუნდურობას. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბავშვები თავად გამოხატავენ მონაწილეობის სურვილს. წინასწარ ემზადებიან და მეცადინეობენ. იჩენენ ინტერესს კონკრეტული საგნების მიმართ, ცდილობენ უკეთესად ისწავლონ და იყვნენ მომზადებულები ჩემპიონატისთვის“.

თბილისის N61 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარინა ხუციშვილი: 

„ძალიან აქტიურობა იყო. მობილიზებული იყვნენ. საგნობრივი მასწავლებლები პედაგოგებად დავუნიშნეთ და მეორე ეტაპისთვის ემზადებიან პედაგოგების დახმარებით. დაინტერესებული ბავშვი ძალიან ბევრია 

თბილისის N61 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარიამ ჯიჯიეშვილი:

„60- მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა პირველ ტურში. ინტერესი იყო, როგორც ჩემპიონატის, ისე შედეგების მიმართ. მეორე დღესვე კითხულობდნენ რამდენი ქულა აიღეს და აინტერესებდათ შეძლებდნენ თუ არა მეორე ტურში ასპარეზობას. მოსწავლეები, რომლებმაც გადალახეს ზღვარი უკვე ელოდებიან სერტიფიკატებს და სიგელებს, რომლებსაც ისინი მეორე ტურში მიიღებენ“.

თბილისის N35 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჩიკვილაძე:

„საკმაოდ ნორმალურად ჩაიარა ყველაფერმა. ვფიქრობ, ეს პროექტი არის ძალიან საინტერესო მომავალი თაობისთვის, იმიტომ რომ ეს არის შემეცნებითი და მათი კარიერული დაგეგმისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებს მოსწონთ და არიან დაინტერესებულები“.

თბილისის N35 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარინე იაშვილი:

„მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენი ბავშვები ძალიან აქტიურად არიან ჩართული ამ პროექტში, დახლოებით 70%- მა გამოთქვა ინტერესი. განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა მეათე კლასის მოსწავლეებში. პირველმა ტურმა ძალიან ხალისიანად ჩაიარა და ახლა უკვე ველოდებით მეორე ტურს“.

თბილისის N41 საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ ჯავახიშვილი:

„პირველმა ტურმა ჩვენს სკოლაში დიდებულად ჩაიარა. მოსწავლეთა დიდი რაოდენობა მონაწილეობდა. ჩართულობა და დაინტერესება ძალიან მაღალია და მომავალ წელსაც აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას „ეტალონთან“.

თბილისის N41 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მამუკა თორაძე:

„მშვიდ ვითარებაში ჩაიარა პირველმა ტურმა ჩვენს სკოლაში. დაინტერესება და ჩართულობა ძალიან მაღალი იყო და აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ინტერესი გამოთქვეს მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა“.

თბილისის N54 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ჩოქური:

„ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ ამ პროექტს. შინაარსობრივად, კითხვები ძალიან საინტერესოა, ეს აძლევს სტიმულს ბავშვებს. ზოგადად, „ეტალონი“ ყოველთვის გამოირჩევა ორიგინალურობით. წელს ძალიან მაღალი იყო ჩართულობა და დაინტერესება მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებში. ბავშვები მეორე დღესაც კითხულობდნენ და საუბრობდნენ ამ თემაზე“.

თბილისის N54 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ციური ზურაბიშვილი:

„ჩვენ მაქსიმალურად მოვახერხეთ ის, რომ ხარვეზებისა და დარღვევების გარეშე ჩაგვეტარებინა პირველი ტური ჩვენს სკოლაში. ბავშვები ძალიან არიან დაინტერესებული შედეგებით და ელოდებიან მეორე ეტაპს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ბავშვები ახერხებენ საკუთარი ცოდნის შემოწმებას და თავის დამკვიდრებას“.

თბილისის N60 საჯარო სკოლის დირექტორი შოთა მალაზონია:

„წარმატებულად ჩაიარა ყველაფერმა და ბავშვები ემზადებიან მეორე ტურისთვის. ზოგადად ყველა კონკურსი ძალიან ზრდის მოტივაციას. მით უმეტეს, ისეთი ცნობილი კონკურსები, როგორიცაა „ეტალონი“.

თბილისის N60 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო ლომთათიძე:

„რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ ძალიან. ბავშვებმა ბევრი იმუშავეს და შედეგებმა აჩვენა, რომ მათ ეს შრომა დაუფასდათ კიდეც. ძალიან ბევრმა კარგმა მოსწავლემ შემოხაზა „მამულიშვილი“ რაზეც გული დამწყდა, რადგან ბევრი მათგანი იყო საუკეთესო მოსწავლე და შეეძლოთ წარმატებისთვის შემდეგ ეტაპზეც მიეღწიათ. ჩვენი სკოლა ყოველ წელიწადს მონაწილეობს „ეტალონში“ და წარმატებებიც ყოველთვის გვაქვს“.

თბილისის N62 საჯარო სკოლის დირექტორი ელენე შაბურიშვილი:

„ჩვენ „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ უკვე არაერთი წელია და ცხადია, მივესალმებით ამ პროექტს. დაინტერესება ტრადიციულად წელსაც ძალიან მაღალი იყო. წარმატებით ჩაიარა პირველმა ეტაპმა და ახლა უკვე ველოდებით მეორე ტურს“.

თბილისის N62 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ეკატერინე ტალახაძე:

„ძალიან მაღალია ჩართულობა. ძალიან ბევრმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი და შედეგებიც ძალიან კარგი აქვთ. „ეტალონი“ მნიშვნელოვანი პროექტია რამდენიმე მიზეზით პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ ძალიან ზრდის მოტივაციას. ასევე აძლევს ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების ჯანსაღად შეფასების საშუალებას“.

თბილისის N102 საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ედილაშვილი:

„პირველმა ეტაპმა ჩაიარა ძალიან კარგად. ბავშვები მონდომებულები არიან და ცდილობენ წინასწარ მომზადებას. ზოგადად, ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და ძალიან საჭირო პროექტია მით უმეტეს დღევანდელი თაობისთვის“.

თბილისის N102 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი გიორგი შონია:

„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ძალიან საინტერესო პროექტია. პირველ ტურშიც ძალიან საინტერესო კითხვები იყო. ჩართულობა, ჩვენს სკოლაში იყო მაქსიმალური. „ეტალონი“ ნამდვილად ზრდის მოტივაციას. ვგულისხმობ იმას, რომ აქ ბავშვები ხედავენ საკუთარ შესაძლებლობებს და აფასებენ საკუთარ თავს“.

თბილისის N122 საჯარო სკოლის დირექტორი მედეა ქოქრაშვილი:

„პირველ ტურში ბავშვების ჩართულობა იყო მაღალი. დაახლოებით 80 ბავშვამდე მონაწილეობდა ამ ჩემპიონატში წელს. ჩვენი მოსწავლეები უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის და აქვთ წარმატების იმედი. ჩვენი სკოლა „ეტალონთან“ უკვე რამდენიმე წელია წარმატებით მეგობრობს“.

თბილისის N122 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თამარ ბახტაძე:

„პირველმა ტურმა ჩაიარა მშვენივრად. გვყავს მაღალქულიანი მოსწავლეები. ზოგადად ასეთი წამახალისებელი აქტივობები ძალიან ზრდის მოტივაციას. არაფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა უნარების განსავითარებლად“

თბილისის N158 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მელქაძე:

„ეტალონის“ პირველმა ტურმა ძალიან ორგანიზებულად და წარმატებით ჩაიარა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველ წელიწადს ემზადებიან და მონაწილეობენ აღნიშნულ ინტელექტ- ჩემპიონატში. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი აქ ახერხებენ საკუთარი ცოდნისა და უნარების შემოწმებას. იციან, რომ აუცილებლად დაუფასდებათ შრომა და ცოდნას არავინ დაუკარგავს მათ“.

თბილისის N158 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მზია ყაზაიშვილი:

„აქტიურები იყვნენ ჩვენი ბავშვები პირველ ტურში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ბავშვები აქ ამოწმებენ საკუთარ ცოდნას და ამასთანავე ისინი მეტად თავდაჯერებულები ხდებიან, მეტად აქვთ საკუთარი თავისა და განათლების იმედი“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203