ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ქართული ენის მასწავლებლები გიულიზარ თარზიანი და მარეხი მელიქიძე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-3, მე-8, მე-11 კლასის მოსწავლეები.
სკოლის აღსაზრდელებმა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, სხვადასხვა სპექტაკლი დადგეს, ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.
იხილეთ ფოტოები