ონის სკოლის მოსწავლის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა
27-03-2017
ონის სამხატვრო სკოლისა და სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის სკოლის მოსწავლის სოფო გობეჯიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. 

გამოფენა ამბროლაურის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლაში გაიხსნა. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სოფო ბავშვობიდან ეზიარა ფერწერის საოცარ სამყაროს, იგი დღითიდღე იზრდება როგორც შემოქმედი:

"მისი ასეთი სწრაფი ზრდა კი  სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელისა და სოფოს პედაგოგის, ელენე მაგრაქველიძის დიდი დამსახურებაა. წარმატებებს ვუსურვებთ სოფოს!''
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203