წყალაფორეთის საჯარო სკოლაში წარმოადგინეს პროექტი „21-ე საუკუნის ბავშვები კომპიუტერების სამყაროში“
22-04-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წყალაფორეთის საჯარო სკოლაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში V-კლასის მოსწავლეებმა მზია კავილაძემ, ქრისტინე კოვზირიძემ და VI კლასის მოსწავლემ ლუკა გურეშიძემ წარმოადგინეს პროექტი „21-ე საუკუნის ბავშვები კომპიუტერების სამყაროში“(ისტ-ის პედაგოგი ნათია ტაბატაძე).

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტში. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს წარედგინათ აუდიტორიის წინაშე რამდენად სახიფათოა კომპიუტერზე მიჯაჭვულობა ბავშვებსა და მოზარდებში. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ვლინდება კომპიუტერთან ხშირი ურთიერთობისას. მოსწავლეებმა პროექტის განხორციელებისათვის დაბეჭდეს და დაარიგეს მოსაწვევები და საინფორმაციო ბუკლეტები. მოაგროვეს ინფორმაცია თემიდან გამომდინარე, ინტერვიუ ჩამოართვეს მასწავლებლებს, ექიმს, ექთანს, კომპიუტერის სპეციალისტს. ჩაატარეს კვლევა, გამოიკითხეს სკოლის მოსწავლეები,მასწავლებლები და  თემის მოსახლეობა. კვლევის შედეგები წარმოადგინეს დიაგრამებით.ინტერნეტის საშუალებით მოიძიეს ვიდეო მასალა სადაც ფსიქოლოგი რჩევას აძლევს მშობლებს, ყურადღება მიაქციონ  რა თამაშებს თამაშობს ბავშვი. მიუთითა რომ ხშირ შემთხვევაში კომპიუტერული  თამაშები  შესაძლებელია იყოს უძილობის , გაღიზიანების, აგრესიის და სპეციფიური შიშების გამომწვევი მიზეზი. ფსიქოლოგი თვლის, რომ უპირატესობა მიანიჭონ განმავითარებელ თამაშებს. აუცილებელია ბავშვებს ვასწავლოთ და დავანახოთ, რომ რეალური სამყარო უფრო მრავალფეროვანია და კომპიუტერული თამაში მას ვერ ჩაანაცვლებს.

მოსწავლეებმა პროექტის ბოლოს გამოიტანეს დასკვნა. ციფრული ტექნიკა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობის სივრცეა. მისი უკიდეგანობა შესაძლებლობების სიკეთეც არის და საფრთხეც. მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს შეუძლიათ მისი სიკეთეებით სარგებლობა, ხოლო მოზარდებისთვის ის ერთგვარი ბეწვის ხიდია. ყოველივე ამის შემდეგ მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით ყველაფრის მიუხედავად დიდ როლს თამაშობს კომპიუტერი ჩვენ ცხოვრებაში და თუნდაც მისი უარყოფითი მხარეების მიუხედავად ძალზე აქტუალურია, რადგან თუ გავითვალისწინებთ დღევანდელობას და ტექნოლოგიური მიღწევების სწრაფად შემოჭრას ჩვენს საქმიანობაში, შეიძლება დავასკვნათ რომ, დღეს იმარჯვებს ის ვინც მეტ ინფორმაციას ფლობს, ამაში კი დიდი წვლილი კომპიუტერს მიუძღვის. გავითვალისწინოთ, რომ მთავარია, კომპიუტერის შესაძლებლობები მიზანმიმართულად გამოვიყენოთ და ამ შემთხვევაში უარყოფითი მხარეები მინიმუმამდე შემცირდება.

მოსწავლეებმა პროექტი საინტერესოდ გააშუქეს.ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა და ამასთანავე დამრიგებელმა ნათია ტაბატაძემ მოსწავლეებს მოტივაციისთვის წამახალისებელი სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადსაცა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203