ლილი იმნაძე - მასწავლებელი, რომელიც სკოლაში 52 წელი ასწავლიდა ქვემო აკეთის სკოლიდან დიდი პატივისცემით გააცილეს
27-03-2017

იყო პედადგოგი ეს უდიდესი პატივი, მოვალეობა და ვალდებულებაა საზოგადოებისა და უფლის წინაშე.

პედაგოგს ერთგვარად მოძღვრის ფუნქცია აკისრია მოსწავლის ღზრდის საქმეში. ყრმის ბუნება ხომ თავიდან ვაზის პატარა მორჩს  ჰგავს. 

როგორც ვაზის მორჩს ესაჭიროება, მისი მომავალი ძლიერებისთვის მტკიცე, ურყევი ჭიგო ასევე ესაჭიროება ყველა  პატარას ჭიგოსავით მძლავრი პედაგოგი, რომელიც როგორც  მისი განათლებისთვის ასევე სულიერი ფორმირებისთბისთვის იღვაწებს.

სწორედ ასეთი მასწავლებელი გახლდათ ყველასათვის საყვარელი, დაუღლელი, ულევი ენერგიის, ერუდიციის მქონე ქალბატონი ლილი იმნაძე.

ამ ქალბატონმა 52 წელი პირნათლად ატარა პედაგოგის წმინდა მანტია, უდიდესი სიყვარული, სითბო და პატივისცემა დაიმსახურა ყველასგან.

იმ დღეს ულევი სიყვარული იღვრებოდა დარბაზში, საზოგადოების მადლიერი თვალები არ შორდებოდა ლილი მასწავლებელს. 

ლილი მასწავლებელი დიდი პატივით გააცილეს სკოლიდან კოლეგებმა, ყოფილმა მოსწავლეებმა, თანასოფლელებმა.

ღმერთმა უმრავლოს საზოგადოებას ასეთი ღირსეული პედაგოგები.

ავტორი: ქვემო აკეთის სკოლის მასწავლებელი ნანა მათითაიშვილი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203