ახალციხის მუნიციპალიტეტის წყრუთის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მეშვიდეკლასელებმა ი. გოგებაშვილის მოთხრობებისა და ლექსების კითხვის საათი ჩაატარეს. ბავშვებს ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგი თ. კურტანიძე და დამხმარე პედაგოგი ნ. კაჭკაჭიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
მათ ი. გიგობაშვილის მოთხრობების მიხედვით ხელნაწერი წიგნების, კედლის გაზეთი „დედა ენა ერთია, დედა ენა ღმერთია“ შექმნეს და ნაშრომები გამოფინეს.
იხილეთ ფოტოები