გაიცანით ასპინძის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლე - „ხელმარჯვე ოსტატი“ ნიკოლოზ ლომიძე
22-04-2019

„ხელმარჯვე ოსტატი“ - პატარა ხელოვანი ნიკოლოზ ლომიძე, ასპინძის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. 

სკოლაში მის მიერ შექმნილი სხვადასხვა ნივთის გამოფენა მოეწყო. 

„ნიკას ამ მიმართულებით დაინტერესება შემთხვევითი არ არის, რადგან ის ხელოვანი ადამიანების ოჯახში იზრდება. ნიკა პირველივე კლასიდან პლასტინილიდან ძერწავდა  მინიატურულ საგნებს, ხოლო ბოლო ნამუშევრებში სხვა მასალებიც გამოიყენა“ - აღნიშნა  კლასის დამრიგებელმა ლალი ოქრომელიძემ. 

პატარა ხელოვანს უკვე 300-მდე ნამუშევარი აქვს, მათ შორის არიან ზღაპრების პერსონაჟები და სათამაშო ნივთები.

გამოფენა სკოლის დირექტორმა კლარა ზედგინიძემ დაათვალიერა და ნიკას წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203