გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სკოლებს შორის ინტელექტუალური ფესტივალი ჩატარდა, სადაც პირველი ადგილი, როგორც გუნდებს შორის, ასევე კაპიტნების კონკურსში გორის N12 საჯარო სკოლას ხვდა წილად.
ინტელექტუალური ფესტივალი სამი ეტაპისგან: საკვალიფიკაციო, ნახევარფინალური და ფინალური თამაშებისგან შედგებოდა და გუნდები 7-7 ინტელექტუალისაგან იყო დაკომპლექტებული.
თითოეული თამაში ათ ზოგად და ერთ სუპერ კითხვას მოიცავდა, რომელსაც მხოლოდ კაპიტნები პასუხობდნენ.
ინტელექტუალური ფესტივალი განხორციელდა: „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში - „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი" UN Association of Georgia - UNAG USAID/Georgia კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი.
იხილეთ ფოტოები