მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე ელენე თოდუამ კინგსის სასწავლო ოლიმპიადის I ტურში 100-დან 100 ქულა მიიღო.
ელენე ქართული ენისა და ლიტერატურის ტურში მონაწილეობდა (მასწავლებელი: რუსუდან გაგუა).
ამჯერად, ელენე მეორე ტურისთვის ემზადება.
„ვულოცავთ მას ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მომავალში მუდმივ გამარჯვებებსა და წინსვლას ვუსურვებთ“ - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები