ანაგის სკოლის მასწავლებლები G-PriEd-ის პროექტში აქტიურად არიან ჩართულები
27-03-2017
ანაგის სკოლა ჩართულია პროექტ G-PriEd-ში. 

აღნიშნულ პროექტში ანაგის სკოლის მასწავლებლები 2015-2016 სასწავლო წლიდან არიან ჩართულები. 

მასწავლებლები აქტიურად ეცნობიან სიახლეებს და ცდილობენ ისინი დანერგონ თავიანთ სკოლაში. 

გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ახორციელებს საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტს  (G-Pried).

შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს ყველა საჯარო სკოლას სთავაზობს მონაწილეობას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამაში დაწყებით (I-VI) კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლების გაუმჯობესების მიზნით. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203