გორის N11 საჯარო სკოლა საერთაშორისო პროექტში „მშვიდობის სიმღერა მსოფლიოში“ მონაწილეობდა.
პროექტის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვების თანამშრომლობა მუსიკის ენით. პროექტი ხორციელდება ჩუკიოს იაპონიის უნივერსიტეტის პროფესორის იოშირო მიატას და მისი პარტნიორის, ლორეინ ლეოს ხელმძღვანელობით.
საგულისხმოა, რომ პროექტში მონაწილეობს ასევე მასწავლებელთა მსოფლიო ჯილდოს მფლობელი, პიტერ ტაბიჩი.
„პროექტის განხორციელების შედეგად, სატელიტის მსოფლიო რუქაზე ჩვენმა სკოლამ გაიტანა საქართველოს სახელი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პროექტს ხელმძღვანელობს ირმა კურტანიძე და მასში მონაწილეობდნენ V, VI დაVIII კლასის მოსწავლეები
პროექტი განახორციელეს ელენე ნადიბაძემ, მაიკო ტერმაკოზაშვილმა და ირმა გაგლოევმა.
იხილეთ ფოტოები