წყალტუბოს მუნიციპალიტეტი გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს.
სკოლის ინფორმაციით, 14 აპრილს მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ედიბერიძე.
დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები: