თბილისის N92 საჯარო სკოლის მე-7(2) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნატალია მაისურაძის ხელმძღვენელობით, სოციალური პროექტი - „სიკეთე გადამდებია“ განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში შეირჩა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი, რომლებსაც საახალწლოდ მცირედი დახმარება გაეწია.
პედაგოგისა და ბავშვების ინიციატივით და მშობლების ხელშეწყობით შეგროვდა სხვადასხვა პროდუქტი, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა საჭირო ნივთები, რომელიც ოჯახის უფროსს ახალი წლის წინა დღეებში გადაეცა.
„იმედი გვაქვს რომ ჩვენს მიერ გაწეული მცირედი დახმარება ცოტათი მაინც გაუხალისებდა საახალწლო განწყობას აღნიშნულ მრავალშვილიან ოჯახს. კლასის ხელმძღვანელი და პროექტის ინიციატორი, ქალბატონი ნატალია მაისურაძე. „სიკეთე გადამდებია...“ ვიმედოვნებთ რომ მსგავსი პროექტები კვლავაც გაგრძელდება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები