გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისა და კულტურის განყოფილების მცირე დარბაზში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.
წლევანდელ კონკურსში „საუკეთესო მოქართულე“ პირველი ადგილი დაიკავა პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ღოლიჯაშვილმა. მას ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან 400-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცა.
„გულითად მადლობას ვუხდით გარეჯვრის საჯარო სკოლას სამაგალითო მოქართულეების აღზრდისათვის! სხვათაშორის, ამავე სოფლიდანაა ჩვენი პირველი კონკურსის გამარჯვებულიც - ხატია ბერიანიძე“ - აღნიშნეს გორის ახალგაზრდობისა და კულტურის განყოფილებაში.
იხილეთ ფოტოები