ხიდრის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ორიგინალურად აღნიშნეს
23-04-2019

ქართული ენის დღე ხარგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის საჯარო სკოლის ახალ კორპუსში ამაღელვებელი მუსიკის ფონზე წარიმართა.

დედა ენის მასწავლებლებმა ცისნარი შველიძემ და ლენა ციცვიძემ თეორიულად და ტექნიკურად მოამზადეს ერთი პატარა, ლამაზი ღონისძიება, რომელიც სანუკვარ დედა ენას მიუძღვნეს.

„დიდ მონიტორზე გამოტანილი დედა ენის ძეგლი ბოლომდე ფონად გასდევდა ღონისძიებას.  პატარებმა ფარნავაზიდან დღემდე მხატვრულად წარმოადგინეს ქართული ანბანისა და ენის ისტორია. იყო თემატური ანიმაციები, დროდარდრო მონიტორიდან პატარებს დიდი იაკობი ამხნევებდა.  მოსწავლეებმა წარმოადგინეს ანბანთქება. გააცოცხეს დედა ენის გმირები: ,,ზარმაცი ვანო“ , ,,ცრუ ბიჭი“, ,,თახა და გიგო“, ,,კეთილი მარო“ და სხვები. ღონისძიებას ამშვენებდა პატარების მიერ შესრულებული სიმღერები და ცეკვები. (მასწავლებლები: ლანა ჭყოიძე და გიორგი პაპიძე)“-ნათქვამია ხიდრის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ პაპავა, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები. სკოლის დირექტორმა ეთერ პაპავამ შეაჯამა ღონისძიება და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს ამ ერთი ლამაზი დღისათვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203