ნიკო ბაგრატიონის სახელობის მუხრანის N1 სკოლის მოსწავლეებმა მსოფლიო მასშტაბის პროექტში მიიღეს მონაწილეობა
27-03-2017
ნიკო ბაგრატიონის სახელობის მუხრანის N1 სკოლის 55 მოსწავლემ მსოფლიო მასშტაბის პროექტში მიიღო მონაწილეობა.

კონკურსი - "დამიხატე მშვიდობა/ Draw me Peace", მოსწავლეთა მიერ ნახატის ენით წარმოდგენილ იდეებს ეძღვნება.



მოსწავლეებმა წარმოაჩინეს საკუთარი ხედვები XXI  საუკუნის ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიც მშვიდობაა.  

ნამუშევრების პრეზენტაცია მოეწყო სკოლის დერეფანში. 

წარმოდგენილი 57 ნამუშევრიდან, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, კონკურსზე გასაგზავნად შეირჩა მოსწავლეთა მიერ 3, ხოლო მასწავლებელთა მიერ 7 საუკეთესო ნამუშევარი. 

სასკოლო კონკურსის და გამოფენის ორგანიზატორია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი გიორგი მახათაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203