თბილისის N92 საჯარო სკოლის მე2(1) კლასში პროექტი - „ცეცხლი, მეგობარი თუ მტერი“ განხორციელდა.
პროექტს პედაგოგი ქალბატონი ეკატერინე ამბროლაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო, ბავშვებში ცეცხლსაშიში ნივთების მიმართ დამოკიდებულებაზე ცნობიერების ამაღლება, როგორ უნდა დაიცვან თავი თუ აღმოჩნდებიან სიტუაციაში, როცა ცეცხლი ჩნდება.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ესტუმრნენ სახანძრო სამსახურს, სადაც ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე და მისგან თავდაცვის სხვადასხვა საშუალებებზე უფრო მეტი ინფორმაცია მოისმინეს.
„შემდეგ ეტაპზე კი სკოლაში მოვიწვიეთ „მხიარული ლაბორატორია“, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ბავშვების ცნობიერების ამაღლებაში. წარმოდგენილი იყო სახალისო სიტუაციები ცეცხლთან დაკავშირებით. ბავშვებმა მიიღეს საინტერესო ცნობები და რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციებში.
ამ პროექტის მიზანიც სწორედ ეს იყო, ბავშვებს თავად უნდა გამოეტანათ დასკვნა - ცეცხლი მეგობარია თუ მტერი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები