ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში III ადგილი დაიკავეს
23-04-2019

გურჯაანის  მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში რიგით მე-5 შეხვედრის ფარგლებში ინტელექტუალური  თამაშში „რა?  სად?  როდის?“ გაიმართა.

ველისციხს საჯარო სკოლის წარმომადგენელმა ინტელექტუალთა ჯგუფმა „თერგდალეულები“ წარმატებული თამაშის შედეგად საპატიო  III ადგილი  დაიკავეს.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, აღსანიშნავია, რომ  მოსწავლეებს  თამაშში  მონაწილეობა  უწევდათ  არათანაბარ  პირობებში,  რადგან  ისინი 12 კლასის მოსწავლეებს ეჯიბრებოდნენ  მაშინ,  როცა  ველისციხის  საჯარო  სკოლის  გუნდში  ერთი  მე-11  კლასელი,  ოთხი  მე-10  კლასელი  და  ერთიც  მე-9  კლასელი  მონაწილეობდნენ. 

ბავშვები  წლებია  ემზადებიან და ღებულობენ მონაწილეობას. მათ მხოლოდ წელს მოახერხეს  ფინალში გადასვლა. 

სკოლის დირექცია ნიჭიერ და მიზანსწრაფულ მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203