თბილისის N67 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გასვლითი გაკვეთილი ჩაატარეს
23-04-2019

თბილისის N67 საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოფილ კაფე „ქიმერიონს“ ესტუმრნენ. 

მოსწავლეებმა ცისფერყანწელთა შეკრების ადგილი დაათვალიერეს და რუსთაველის თეატრის მსახიობებს შეხვდნენ. 

კაფე XX საუკუნის დასაწყისში დღევანდელი რუსთაველის თეატრის შენობის ქვედა ფოიეს სართულზე მდებარეობდა. მასში თავს იყრიდა თბილისის ინტელიგენცია და აქ იკრიბებოდნენ „ცისფერყანწელები“. ცისფერყანწელების“ ინიციატივით კედლები მოხატეს მხატვრებმა - ლადო გუდიაშვილმა, დავით კაკაბაძემ, მოსე თოიძემ, სერგეი სუდეიკინმა, სიგიზმუნდ ვალიშევსკიმ. კაფე მოგვიანებით რუსთაველის თეატრის ფოიედ და გარდერობად იქცა და მისი კედლები არაერთგზის გადაიღება.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203