ქვედა ბერეთისის სკოლის გოგონათა გუნდი ფეხბურთში ქუთაისის რეგიონული ტურნირის ფინალში გადავიდა
23-04-2019

ჭიათურაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ფეხბურთში გოგონებს შორის „კოკა-კოლას“ თასის გათამაშება  გაიმართა.

გოგონების გუნდებში განსაკუთრებით წარმატებით გამოვიდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი. (სპორტის მასწავლებელი გელა ტაბატაძე, დირექტორი ლეო კვიჟინაძე).

მათ ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს და გავიდნენ ქუთაისში გასამართ რეგიონული ტურნირის ფინალურ სტადიაზე. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გახდა ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ გრიგალაშვილი.

სკოლის დირექცია გოგონათა გუნდს შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203