ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის 7-ე კლასის მოსწავლეებმა 22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით ლია ხოზრევანიძის ხელმძღვანელობით, ინგლისურ ენაში ჩაატარეს სოციალური პროექტი სახელწოდებით People and pollution envibonment (ადამიანები და დაბინძურებული გარემო.)
ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფები, თითოელ ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია ჰაერის გარემოსა და წყლის დაბინძურების სხვადსხვა მიზეზებზე, მათ მოსალოდნელ შედეგებზე და იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის გზებზე.
შეისწავლეს ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა გადაიღეს მინი ვიდეოები და სურათებით შექმნეს კინოფილმი ინგლისური ტიტრებით, რომელსაც ახმოვანებდა ქართულად ჯგუფის პრეზენტატორი.
მოსწავლეებს ფლიპჩარტებზე დამზადებული ჰქონდათ პროექტები, წარუდგინეს სკოლის ადმინისტრაციას და დაინტერესებულ პირებს. ადმინისტრაციამ და დაინტერესებლმა პირებმა დადებითად შეაფასეს პროექტი.