საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის სახელობის გიორგიწმინდის საჯარო სკოლაში ჩატარდა საღამო ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“.
ღონისძიებაში სკოლის ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს 1989 წლის 9 აპრილის შესახებ, წაიკითხეს ლექსები, ნახეს დოკუმენტური ფილმები.
„დარბაზში გამოფენილი იყო ლოზუნგები და სურათები. ღონისძიება სიმღერით ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ დამთავრდა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ღონისძიება ისტორიის მასწავლებელმა ციცინო ბეჟანიშვილმა მოამზადა.
იხილეთ ფოტოები