22 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო დღეა. ხარაგაულის რაიონ ბაზალეთის საჯარო სკოლაში პედაგოგების ანა გელაშვილისა და ინგა ბუხნიკაშვილის ინიციატივით, აღინიშნა ეს დღე.
მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია დედამიწის დღის დაარსებისა და მნივნელობის შესახებ. ნახეს ვიდეო კლიპები. ჩაერთნენ დისკუსიაში „რას ვპირდებით დედამიწას".
ღონისძიება შეაჯამეს ნახატებითა და სლოგანებით. დედამიწის დღის აღნიშვნაში ბაზალეთის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.