დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის ეზოში მარადმწვანე ნერგები დაირგო
23-04-2019

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის ეზოში მარადმწვანე ნერგები დაირგო.

აღნიშნული პროექტ „მწვანე ბილიკის“ ფარგლებში პარლამენტის წევრის ნინო წილოსანის ბიუროს „ახალგაზრდული პლატფორმისა“ ხელშეწყობით და ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის X კლასელ თეა იმნაძისა და მისი მეგობრების ინიციატივით განხორციელდა.

პროექტით გათვალისწინებული იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მაკულატურის შეგროვება და მათი სხვადასხვა სახეობის მარადმწვანე ნერგებზე გადაცვლა.

პროექტში ხალისით ჩაერთვნენ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის, III საჯარო სკოლის და წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები. ამ პროექტის მიზანიც სწორედ ახალგაზრდების აქტიურად ჩართულობა წარმოადგენდა გარემოსდაცვით აქტივობებში.

პროექტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე შეუერთდნენ, რომლებმაც მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ეზოების განაშენიანებაში და სათანადო რჩევებიც მისცეს მათ მცენარეების მოსავლელად. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203