ქუთაისის N10 საჯარო სკოლის უხუცეს მასწავლებელს იმოგენო მიქაშავიძეს ქუთაისის საკრებულომ ქართული ენის დღე მიულოცა.
დედა ენის დღე მიულოცეს პედგოგს აღსაზრდელებმაც და ყვავილები მიართვეს.
სკოლა მილოცვას უერთდება და ბედნიერია რომ ღვაწლმოსილი და საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგი ჰყავს.
„ბედნიერია ჩვენი სკოლა, რომ ასეთი ღვაწლმოსილი, მზრუნველი, საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგი გვყავს, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა. მართლაც რომ მოულოდნელობებით, სიყვარულით, ემოციებით და სიხარულით დატვირთული დღე გამოვიდა. დიდი მადლობა ქალაქის საკრებულოს! კიდევ ერთხელ ვუერთდებით მილოცვებს და ქალბატონ იმოგენოს ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ულევ სიხარულს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები