ამბროლაურის სპორტის სასახლის დარბაზში, „მხიარული სტარტები 2019“-ის რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონული თამაშების ფინალი გაიმართა.
ერთმანეთს სსიპ ქალაქ ამბროლაურის N2 და ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ.
თამაში საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო რეჟიმში მიმდინარეობდა. საბოლოო გამარჯვება ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
იხილეთ ფოტოები: