ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა და საგნის მასწავლებელმა, ელიზა კვინიკაძემ ლიტერატურული საღამო მოაწყვეს.
საღამოზე მოსწავლეებმა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები წაიკითხეს. მათი ჩაცმულობა და მანერები ისეთივე იყო, როგორც XIX საუკუნის პირველი ნახევრის საზოგადოების.
დამსწრე საზოგადოებამ ღონისძიება დადებითად შეაფასა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, სკოლაში მსგავსი ლიტერატურული სალონები ხშირად გაიმართება.
იხილეთ ფოტოები