მარნეულის მუნიციპალიტეტის დამიის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს პლაკატებისა და პრეზენტაციების სერია სახელწოდებით „დედამიწა ჩვენი სახლია!“
მათ ისაუბრეს დედამიწის დღის დაწესების ისტორიასა და დანიშნულებაზე. აღნიშნეს,როგორ იმოქმედა ადამიანმა გარემოსა და რა ეკოლოგიური საფრთხეების წინაშე დგას დღეს კაცობრიობა.
გამოყვეს ისეთი მასშტაბური პრობლემები, როგორიცაა გლობალური დათბობა, ოზონის ხვრელების წარმოშობა, გაუდაბნოების საფრთხეები, მტკნარი წყლის ნაკლებობა, ეკოლოგიური ნარჩენები და ჰაერის გამონაბოლქვით დაბინძურება.
ისაუბრეს მათ გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციულ ზომემზე. აქტივობას ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის მასწავლებელი რუზანა სარგისიანი.
იხილეთ ფოტოები