მიმდინარე წლის 25 აპრილს 13:00 საათიდან 16:00 საათამდე ყველა აბიტურიენტს საშუალება ექნება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის Facebook-ის გვერდზე მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელის ზაზა ჩიქვინაძისგან მიიღოს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წამოწყებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს, ცენტრის Facebook-ის გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები უპასუხებენ. გასულ კვირას აბიტურიენტების კითხვებს ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელმა უპასუხა.
„პროექტის მიზანია, რომ აბიტურიენტებს კიდევ ერთი დამატებითი საშუალება მიეცეთ მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო თემების განსახილველად. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოცდების შინაარსობრივი ნაწილის გარდა, ყველა იმ საკითხზე მიიღონ ინფორმაცია, რომელიც საგამოცდო პროცესს უშუალოდ შეეხება. მთელი წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება ღია კარის დღეებიც“, - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
ასევე იხილეთ: აუცილებელი რეკომენდაციები, რომელიც აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გაითვალისწინონ