წალკის მუნიციპალიტეტის სამების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანმა პედაგოგმა სოფიო კევლიშვილმა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, შეჯიბრი საინტერესო და სახალისო გამოვიდა.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული კლასი. მონაწილე მოსწავლეებს სამახსოვროდ სიგელები გადაეცათ.
აღნიშნული აქტივობა ინგლისურ ენის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
იხილეთ ფოტოები