პაპოშვილების საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
23-04-2019

შუახევის მუნიციპალიტეტის პაპოშვილების საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს. 

სკოლის ბ კორპუსის აღსაზრდელებმა პედაგოგის, ლამარა ხალვაშის ხელმძღვანელობით 14 აპრილის მოვლენები გაიხსენეს და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აღნიშნეს. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203