კერძო სკოლა „დავითიანი-მარინა გორშკოვაში" ლექცია თემაზე „ლუქსემბურგიდან-ლუქსემბურგამდე“ ჩატარდა
23-04-2019

ბოლნისის რაიონის კერძო სკოლა „დავითიანი-მარინა გორშკოვაშ" საინტერესო აქტივობა ჩატარდა.  ეკონომიკური-პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ (EPRC) გამოცხადებული კონკურსის - ჩაატარე ლექცია ევროპის შესახებ.


გამარჯვებულმა ინგლისური ენისა და სამოქალქო განათლების მასწავლებელმა მაგდა ფურცელაძემ, კერძო სკოლა დავითიანი-მარინა გორშკოვაშ" 4-11-12 აპრილს ჩაატარა ლექცია - „ლუქსემბურგიდან-ლუქსემბურგამდე“, რომელიც განხორცილდა აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის 100 ლექცია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე" ფარგლებში.

 სალექციო თემა „ლუქსემბურგიდან-ლუქსემბურგამდე“ ეხებოდა XIX საუკუნეში ევროპიდან გადმოსახლებულ გემრანელებს. ისინი დასახლებულები იყვნენ ამჟამინდელ ბოლნისის ტერიტორიაზე და დატოვეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა.

ლექციის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ბოლნისში არსებული გერმანული კულტურის გაცნობა, რადგან დავიწყებას არ მიეცეს ქვეყნის მნიშვნელოვანი, უნიკალური ევროპური, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა. რაც ხელს შეუწყობს ქართულ-ევროპულურთიერთობების გაღრმავებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203