ყვარლის N2 სკოლაში ღონისძიება - „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა“ ჩატარდა
23-04-2019

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში  9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა“ ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VI-X კლასის მოსწავლეები და პედაგოგები - თინა ზურაბიშვილი და მზია ბაიდოშვილი,

იმ დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს 30 წლის წინ თბილისში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენები და პატივი მიაგეს თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირთა სულებს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203