თბილისის N122 საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს ვიქტორინა მიუძღვნეს.
ვიქტორინა დედა ენის დღესთან დაკავშირებით გამართული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
ვიქტორინის თემა იყო ფრაზეოლოგიზმები ქართულ ენაში და მათი ადგილი ლიტერატურულ და მხატვრულ ქმნილებებში. ვიქტორინაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები