ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
23-04-2019

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა სკოლის ყველა მოსწავლე.

ბავშვებმა თავიანთი დამოკიდებულება ბუნებისადმი გამოხატეს ჩანახატების, ესეების სახით. თემაზე: „დედამიწა ჩვენი სახლია“ საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა  მე-12 კლასის მოსწავლემ ანა ნადირაძემ. ესე: „დედამიწას საუბარი რომ შეეძლოს იტყოდა...“ წაიკითხა მე- 8 კლასის მოსწავლემ საბა ძაგნიძემ.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნონა მაჭარაშვილი, რომელმაც აჩვენა დოკუმენტური ფილმი „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“. ფილმის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა  დარგეს მცენარეები და მოხატეს სკოლის ეზო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203