მცხეთის მუნიციპალიტეტის მისაქციელის საჯარო სკოლის Vა კლასში დედა ენის დღეს კლასის საათი მიუძღვნეს.
აქტივობას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნაირა ჩორხაული ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფრაგმენტები ქართული ენის წარმოშობის ისტორიიდან, ასევე, ჩატარდა სახალისო ვიქტორინა-კონკურსი. ბოლოს კი, ნორჩმა დეკლამატორებმა წაიკითხეს ქართველ პოეტთა ლექსები.
იხილეთ ფოტოები