ხცისის სკოლაში მსოფლიო პოეზიის დღესთან დაკავშირებით დაუვიწყარი საღამო მოაწყვეს
28-03-2017

„სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა, პოეზია უპირველეს ყოვლისა“ - ამ ფრაზის თანხლებით წარიმართა პოეზიის საღამო ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის ხცისის სკოლაში. 

როგორც სკოლის წარმოადგენლები აღნიშნავენ, უფროსკლასელებმა და სკოლის ბიბლიოთეკარმა მარიამ ლომიძემ, მსოფლიო პოეზიის დღესთან დაკავშირებით დაუვიწყარი საღამო მოაწყვეს:

''მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი ლექსები შთამბეჭდავად წაიკითხეს. სიურპრიზი დახვდათ პედაგოგებსაც: თითოეულს უნდა წაეკითხა ორგანიზატორისა და ბავშვების მიერ ინდივიდუალურად შერჩეული ლექსები. მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთნაირმა ჩართულობამ, ულამაზესმა და სადა გარემომ, თბილმა და გულწრფელმა ლექსებმა დაუვიწყარი საღამო აჩუქეს სკოლას.''

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203