დმანისის N2 სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ვიქტორინა - „ბუნებაში ქცევის წესები“ ჩატარდა
23-04-2019

დმანისის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებისათვის პრეზენტაცია ჩატარდა, რომელიც მოიცავდა ამ დღის დაფუძნების შესახებ ისტორიას. ეს ისტორია აშშ-ის შტატ ნებრასკაში 1872 წელს მომხდარ მოვლენას და ამავე შტატში მცხოვრებ ჯონ მორტონს უკავშირდება.

ასევე V და VI კლასის მოსწავლეებს შორის ჩატარდა ვიქტორინა სახელწოდებით „ბუნებაში ქცევის წესები“, რომელიც მიზნად ისახავდა გარემოს დაცვის საკითხებზე ყურადღების მოპყრობას.

კვირეულის დასასრულში გაიმართა საერთო სასკოლო აქცია, სადაც მონაწილეობა მიიღეს ყველა კლასის სკოლის მოსწავლეებმა. აქციის დროს გამოყენებულ იქნა ბავშვების მიერ დამზადებული პოსტერები და პლაკატები.  ღონისძიება მიზნად ისახავდა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებში და ყურადღების გამახვილებას მსოფლიოში არსებულ გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებზე.

აქტივობა ორგანიზებულ იყო დმანისის N2 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის წევრების (დ.კარალოვასა და ქ-ნ გალინა ბლუდოვას) მიერ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა სკოლის დირექტორი ინესა მანელოვა და პედაგოგები.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203