არლის სკოლის გუნდი ბიბლიის კონკურსის ნახევარფინალში გადავიდა
28-03-2017
არლის სკოლაში ბიბლიის კონკურსი - ''ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას'' ჩატარდა.

რეგიონულ ეტაპზე ერთმანეთს არლის სკოლის გუნდი ''ირმისა'' და ქინძათის სკოლის გუნდი ''ალილო'' შეხვდნენ. შეხვედრა ''ირმისას'' გამარჯვებით დასრულდა და გუნდი ნახევარფინალში გადავიდა.

არლის სკოლის მასწავლებელთა თქმით, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით სწავლობდნენ ბიბლიას. კონკურსის მიზანი სწორედ ახალგზარდების ცოდნის ამაღლებაა.

''ძალიან გახარებულები ვართ წარმატებით, გვჯერა, რომ ფინალშიც გამარჯვებას მივაღწევთ'' - აღნიშნავენ არლის სკოლის მოსწავლეები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203